ბედნიერი დედა
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსახიობი ბოლო პერიოდში იშვიათად თამაშობს კინოში, იმდენად გაიტაცა ოჯახურმა ცხოვრებამ. თავის წლინახევრის ნოას რამდენიმე დღის წინ ძამიკო მიუყვანა. ''ვფიქრობ, ნოა შესანიშნავი უფროსი
მეგანს ორსულობის პერიოდში ხშირად აღუნიშნავს, რომ მისთვის ეს მდგომარეობა არც ისე იოლი იყო. ''პირველი ტრიმესტრი განსაკუთრებით გამიჭირდა. მაგრამ როგორც კი ამ პერიოდს გადავაბიჯე, ორსულობის დანარჩენი პერიოდი საოცრება იყო''.
მეგანს მხარში ედგა ქმარი, რომელიც მისი დიდი მეგობარია: ''ბავშვის მუცლით ტარება სირთულით არაფერს შეედრება. ეს მესმის და ამიტომ ვცდილობ, მეგანისთვის ყველაფერი გავაკეთო, რასაც მოისურვებს, ყველა მის თხოვნას დადებითად ვპასუხობ'', - თქვა ერთხელ ოსტინმა.
პირველი შვილი მეგანმა 26 წლისამ გააჩინა. მანამდე აღიარებდა, რომ ყოველთვის ოცნებობდა შვილზე. როცა ოსტინ გრინს გაჰყვა ცოლად, მაშინ უკვე გეგმებს აწყობდა: ''ორი, ან სულაც სამი შვილი მინდა''.
მეგანი და ბრაიანი 2010 წელს დაქორწინდნენ. პირველი ქორწინებიდან ბრაიანს ვაჟი კასიუსი ჰყავს. 10 წლის ბიჭუნასთვის მეგანი კარგ დედინაცვლად იქცა და ბავშვს ცოლ-ქმარი ერთად ზრდის.
მეგანმა და ბრაიანმა ერთმანეთი სერიალ ''ეკრანის დედოფლის'' გადაღებებზე გაიცნეს. ქორწინებამდე ექვსი წელი ხვდებოდნენ. ბრაიანი მეგანზე 12 წლით უფროსია, თუმცა წყვილმა ერთმანეთს შესანიშნავად გაუგო და ბედნიერები არიან.
შარშან, წლის ბოლოს, ფოქსსა და გრინს მცირე უთანხმოებაც ჰქონდა ოჯახურ ბიუჯეტთან დაკავშირებით - ბრაიანი გაუაზრებლად ხარჯავდა ათობით ათას დოლარს ლუქს-კლასის ნივთებზე - ოქროს საათებზე, კერძო თვითმფრინავებით მოგზაურობაზე. ბევრს ეგონა, წყვილი ვერ გაუძლებდა ამ გამოცდას, მაგრამ ისინი ერთად არიან.
''ტრანსფორმერებიდან'' დათხოვილი
მეგან ფოქსი 1986 წლის 16 მაისს აშშ-ის ქალაქ ოუკ-რიჯში დაიბადა. ირლანდიული, ფრანგული და ინდური ფესვები აქვს. მამამისი პირობით გათავისუფლებული პატიმრების ზედამხედველად მუშაობდა. როცა მეგანი სამი წლის გახდა, მისი მშობლები გაიყარნენ და დედამისი ისევ გათხოვდა. მამინაცვალმა მეგანი, დედამისი და უფროსი და ფლორიდის შტატში გადაიყვანა საცხოვრებლად. ის საკმაოდ მძიმე ხასიათის აღმოჩნდა და მკაცრადაც ზრდიდა მეგანს, ისე, რომ გოგონას მოგვიანებით არაკონტროლირებადი აგრესიის გამოვლინებებიც კი ჰქონდა.
ხუთი წლისამ ცეკვა დაიწყო და დრამწრეშიც ჩაეწერა.
1999 წელს მიიღო რამდენიმე ჯილდო ამერიკულ საცეკვაო შოუზე გამოსვლისას. ერთ-ერთი პირველი როლი კი 2001 წელს ''მზიან არდადეგებში'' შეასრულა. 16 წლისას უკვე რამდენიმე ფილმში ჰქონდა ნათამაშები. ერთ წელიწადში დედასთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა, რათა თავისი კარიერისთვის მიეხედა.
ნამდვილ წარმატებას 2007 წელს მიაღწია, როცა მთავარ როლზე დაამტკიცეს ფილმში ''ტრანსფორმერები''. ამ ფილმს გაგრძელებაც ჰქონდა და მეგანს პოპულარობასთან ერთად დიდი ჰონორარებიც მოუტანა. თუმცა მოგვიანებით მან პროექტი მიატოვა. როგორც ამბობდა, ფილმის რეჟისორი მაიკლ ბეი ''ნამდვილი ჰიტლერი'' ყოფილა.
ამტკიცებდა, რომ ბეი ითხოვდა, მეგანი მოსუქებულიყო და კარგად გარუჯულიყო. მეგანის თქმით, თავად დატოვა პროექტი, თუმცა რეჟისორმა მაიკლ ბეიმ აღიარა, რომ დიდხანს ითმენდა მეგანის გამოხტომებს, მერე კი, როცა მან მეტისმეტად შორს შეტოპა, საერთოდაც დაითხოვა. ამიტომაც იყო, რომ ''ტრანსფორმერების'' მესამე ნაწილში მეგანი ბრიტანელმა მოდელმა როუზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ შეცვალა.
კინოს პარალელურად მსახიობს ცნობილი ბრენდებისთვის სარეკლამო კამპანიებშიც მიუღია მონაწილეობა, 2010 წელს კი ითამაშა ემინემისა და რიანას კლიპში.
ჟურნალი ''რეიტინგი''