ახალი წლის პირველი თვე განსაკუთრებით საინტერესოა მოდის მოყვარულებისთვის, ამის მიზეზი კი მარტივია: წლის ახალი ტრენდები სწორედ იანვარში იჩენს თავს.
მართალია, ახალი წლის დადგომიდან მხოლოდ ორი კვირაა გასული, მაგრამ სოციალური მედიის დახმარებით, უკვე მარტივად ირკვევა, თუ რა იქნება ამ წლის მთავარი „სიახლე“ და ამ სიტყვას იმიტომ ვსვამ ბრჭყალებში, რომ ეს სიახლე საერთოდ არ არის ახალი. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ამ სტატიაში ნეონურ ფერებზე ვისაუბრებ.
რადგან ბოლო რამდენიმე წლის მთავარი ტრენდები ოთხმოციანი და ოთხმოცდაათიანი წლებიდან არის
გადმოტანილი, გამოთქმა „ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია“ ძალიან კარგად აღწერს გასულ 5 წელს მოდის ინდუსტრიაში. რაც შეეხება ნეონს, ამ სტილის ფერების გამოყენების ზენიტი 80-იანი წლებია, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სრული გადატრიალება მოხდა მოდის ინდუსტრიაში. თვალში ადვილად მოსახვედრი, მკვეთრი ფერები მოდის სამყაროს ეუფლებიან. ამერიკის ნებისმიერ ტანსაცმლის მაღაზიაში შეხვდებოდით ნეონის ფერებში გაწყობილ ჟაკეტებსა და წელის ჩანთებს (თმის სამაგრებსაც კი).
ეს ტენდეცია 90-იანებშიც გადავიდა, მაგრამ მალევე დაიკავა მისი ადგილი სხვა ტრენდებმა.
განაგრძეთ კითხვა: