ტაბლოიდები წერენ, რომ 43 წლის მსახიობი ბექჰემს ლონდონში, მადლიერების დღეს შეხვდა. თუმცა, სად და რა ვითარებაში, უცნობია. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრის დროს მოიხიბლა ჯოლი ფეხბურთელით და მას შემდეგ წერს და საქველმოქმედო, ერთობლივ პროექტზე მის დათანხმებას ცდილობს.
თუმცა, მედიის ინფორმაციით, ეს მხოლოდ საბაბია და ანჯელინა ცდილობს, დევიდი
მედია წერს, რომ ანჯელინამ შესანიშნავი დრო აირჩია ბექჰემთან დასაახლოვებლად და ყველამ კარგად იცის, რომ თუ ჯოლს რამე ან ვინმე უნდა, ის იღებს.
დევიდ ბექჰემის გულის მოგებას, წლების განმავლობაში ბევრი ქალი უშედეგოდ ცდილობდა. თუმცა, ამჯერად ეს ქალი ანჯელინა ჯოლია და მოვლენები შეიძლება, სხვაგვარად განვითარდეს.