11 იანვარი, 2019
რამდენ მილიარდ დოლარს მიიღებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ცოლი, ქმართან დაშორების შემდეგ
რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად დადასტურდა ცნობა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი მამაკაცი, "ამაზონის" მფლობელი, ჯეფ ბეზოსი ცოლს - ტელეწამყვან მაკკენზის დაშორდა.

განქორწინების შესახებ მათ ბეზოსის „ტვიტერის“ ანგარიშზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

განცხადებაში ნათქვამია: „საცდელი დაშორების შემდეგ, განქორწინება გადავწყვიტეთ და ჩვენს ერთობლივ ცხოვრებას, როგორც მეგობრები ისე გავაგრძელებთ.“


Rating


ჯეფ და მაკკენზი ბეზოსებმა დაშორების შესახებ, ჯერ კიდევ, 2018 წლის 24 აპრილს, ბერლინში ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ განაცხადეს. მაშინ წყვილმა თქვა: „თავს საოცრად იღბლიანებად ვგრძნობთ იმის გამო, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და
ღრმად მადლიერები ვართ თითოეული იმ წლისთვის, რომელიც ერთმანეთთან ქორწინებაში გავატარეთ. რომ გვცოდნოდა, რომ 25 წლის შემდეგ ერთმანეთს დავცილდებოდით, ყველაფერს მაინც ზუსტად ისე გავაკეთებდით.“

ჯეფ და მაკკენზი ბეზოსებმა ერთმანეთი 1990-იან წლებში გაიცნეს და ნიუ-იორკში იქორწინეს. რამდენიმე წლის შემდეგ კი, სიეტლში, ვაშინგტონის შტატში გადავიდნენ, სადაც ჯეფ ბეზოსმა ინტერნეტ მაღაზია „ამაზონი“ დააარსა.



Rating


დღეს ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. „ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსი“ მის ქონებას 137 მილიარდ დოლარად აფასებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი გაყრა შესაძლოა ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება იყოს.

ქმართან დაშორების შემდეგ, მაკკენზის 68.5 მილიარდი დოლარი ჩაერიცხება ანგარიშზე და ყველაზე მდიდარი ტელეწამყვანი გახდება. 

ეს თანხა ოპრა უინფრის ქონებას 26-ჯერ, ხოლო ელიზაბეტ მეორეს ქონებას 100-ჯერ აღემატება. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS