11 იანვარი, 2019
ნეტფლიქსის სერიალში Russian Doll მთავარი გმირი ტყუპისცალივით ჰგავს ალა პუგაჩოვას
პირველი თებერვლიდან ნეტფლიქსზე ახალი სერიალი Russian Doll-ი გამოჩნდება. შოუს შემქმნელები ემი პოლერი და ნატაშა ლეონე არიან.

რუსული თოჯინას მთავარი პერსონაჟი ნადიაა, სწორედ ის დღე, რომელიც ყველაფრის დასასრული უნდა ყოფილიყო, პირიქით ნადიას ახალი თავგადასავლის საწყისი ხდება და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება.



ნადია ცოცხლდება, თუმცა, მისი ახალი ცხოვრება ზაზუნას დღეს ჰგავს - ყველაფერი ზედმიწევნით მეორდება და მისი ცხოვრების საბედისწერო დღე დილიდან-სიკვდილამდე მეორდება.

სერიალის მთავარი გმირი რატომღაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ალა პუგაჩოვას. საინტერესოა, გახდა თუ არა რუსული ესტრადის
მომღერალი შოუს შემქმნელების მთავარი შთაგონების წყარო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS