09 იანვარი, 2019
რისი გაკეთება ეკრძალება საკუთარ დაბადების დღეზე კეიტ მიდლტონს
9 იანვარს კემბრიჯის ჰერცოგინია - ქეით მიდლტონი იუბილარია, ამჯერად მას 37 წელი შეუსრულდა და გარკვეული შეზღუდვების მიუხედავად, ამ დღეს ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარებს. სამეფო ოჯახში საიუბილეო ტრადიციებიც განსხვავებულია და უცხოური ინსაიდერები დაინტერესდნენ, თუ როგორია იყო იუბილარი ოჯახში, სადაც ყველაფერს მკაცრი პროტოკოლი აკონტროლებს. გთავაზობთ 5 ყველაზე ბუნებრივ ტრადიციას, რომელიც სამეფო ოჯახის წევრ იუბილართა შორის ვერასდროს დამკვიდრდება.




1. სადღესასწაულო ტორტი


Rating


ყველასთვის ცნობილია, რომ იუბილარს დაბადების დღის ტორტის პირველი ნაჭერი ეკუთვნის, თუმცა, სამეფო ოჯახში აკრძალულია
დედოფლამდე რაიმეს მირთმევა, ამიტომ ამ გემრიელ ლუკმასაც ქეითის იუბილეზე პირველი სწორედ ელიზაბეტი მიიღებს.





2. საჩუქრები


Rating


სამეფო ოჯახის წევრებს ყოველთვის ანებივრებენ სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები თუ საზოგადოების წევრები, რომლებსაც ისინი პირადად არ იცნობენ, თუმცა, ისინი ვალდებულნი არიან, დაბადების დღის საჩუქრები უკან დააბრუნონ, ამიტომ ქეითიც მხოლოდ ახლობლების საჩუქრებს დასჯერდება.





3. დაბადების დღის "Selfie"



Rating








ვის არ უყვარს საკუთარი დაბადების დღის უსაყვარლესი მომენტები ე.წ სელფით დააფიქსიროს? სამწუხაროდ, დედოფალს. მისთვის მსგავსი სურათის გადაღება დამაბნეველიც კია და იმასაც კი ფიქრობს, რომ ეს ტრენდი ცოტათი უცნაურია. განაგრძეთ კითხვა:




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS