08 იანვარი, 2019
"არც კი ვიცი საიდან დავიწყო" - ბრიტნი სპირსი ოჯახური პრობლემების გამო სცენას ტოვებს
ბრიტნი სპირსისთვის ახალი წლის დღეები ძალიან მძიმე გამოდგა. ამის შესახებ მისი ინსტაგრამის პირადი გვერდიდან ირკვევა, სადაც მომღერალი წერს, რომ დროებით მუსიკალურ ტაიმ-აუტს იღებს.

,,არც კი ვიცი საიდან დავიწყო, რადგან ამის თქმა ძალიან მიმძიმს. რამდენიმე თვის წინ, მამაჩემი კინაღამ გარდაიცვალა. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ის გადარჩა, თუმცა, მას დიდი გზა აქვს გასავლელი. სწორედ ამიტომ მიწევს, მივიღო ასეთი რთული გადაწყვეტილება, რადგან ბოლომდე ოჯახზე ვკონცენტრირდე”, - დაწერა ბრიტნი სპირსმა.

Rating

რა სჭირს მომღერლის მამას, უცნობია. მომღერალმა რამდენიმე დღის წინ
კონცერტიც კი ჩაშალა და განაცხადა, რომ ის ახლა ოჯახს უფრო სჭირდება.

ბრიტნი სპირსს მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ჯეიმს სპირსი ქალიშვილს ყოველთვის გვერდით უდგას.


Rating

ბრიტნიმ 2014 წელს სწორედ მამისგან შეიტყო, საყვარელი მამაკაცი დევიდ ლუკადო რომ ღალატობდა.


ღალატის ფაქტი პოპულარულმა გამოცემამ დააფიქსირა და ჯეიმს სპირსმა ვიდეოფირი მათგან იყიდა. შემდეგ კი ქალიშვილს აჩვენა. 

ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მათ შორის ფინანსურს სწორედ მამამისი იღებს. 


Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS