თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რა კომფორტულ პირობებში „იხდიდა სასჯელს“ დედამისი, როგორც ჩანს, „გაზპრომის დედოფლად“ წოდებული იულია ტიმოშენკოს ოჯახობას უბრალოდ არ შეუძლია „მოკრძალებულად“ ცხოვრება
როგორც ახლა გაირკვა, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა საკმაოდ გრანდიოზულად აღნიშნა თავისი დაბადების დღე რომში მდებარე ძვირად ღირებულ სასტუმროში. თანაც, ეს ყველაფერი მოხდა 20 თებერვალს, როცა მაიდანზე სისხლიანი ბრძოლა მიმდინარეობდა.
ევგენია ტიმოშენკო 34 წლის გახდა და გადაწყვიტა, მიუხედავად ყველაფრისა, ამ დღის აღნიშვნა არ გადაედო. წვეულება რომის სასტუმრო
De Russie („რუსეთში“) გადაიხადა, ნომერში, რომლის დაჯავშნა
1800 ევრო დაუჯდა. სასტუმროს აივანი პირდაპირ ცნობილ პიაცა-დელ-პოპოლოზე გადის. განთქმული რევოლუციონერის ქალიშვილს არც ის მოერიდა, რომ სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულ ძვირად ღირებულ მაღაზიაში კაბა ეყიდა 6500 ევროდ და ფეხსაცმელი - 700 ევროდ.
თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რა კომფორტულ პირობებში „იხდიდა სასჯელს“ დედამისი, როგორც ჩანს, „გაზპრომის დედოფლად“ წოდებული იულია ტიმოშენკოს ოჯახობას უბრალოდ არ შეუძლია „მოკრძალებულად“ ცხოვრება.
სპეციალურად საიტისთვის