02 მარტი, 2014
როცა მაიდანზე ხალხს ხოცავდნენ, ტიმოშენკოს ქალიშვილმა რომის სასტუმროში წვეულება მოაწყო
თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რა კომფორტულ პირობებში „იხდიდა სასჯელს“ დედამისი, როგორც ჩანს, „გაზპრომის დედოფლად“ წოდებული იულია ტიმოშენკოს ოჯახობას უბრალოდ არ შეუძლია „მოკრძალებულად“ ცხოვრება როგორც ახლა გაირკვა, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა საკმაოდ გრანდიოზულად აღნიშნა თავისი დაბადების დღე რომში მდებარე ძვირად ღირებულ სასტუმროში. თანაც, ეს ყველაფერი მოხდა 20 თებერვალს, როცა მაიდანზე სისხლიანი ბრძოლა მიმდინარეობდა.

ევგენია ტიმოშენკო 34 წლის გახდა და გადაწყვიტა, მიუხედავად ყველაფრისა, ამ დღის აღნიშვნა არ გადაედო. წვეულება რომის სასტუმრო De Russie („რუსეთში“) გადაიხადა, ნომერში, რომლის დაჯავშნა
1800 ევრო დაუჯდა. სასტუმროს აივანი პირდაპირ ცნობილ პიაცა-დელ-პოპოლოზე გადის. განთქმული რევოლუციონერის ქალიშვილს არც ის მოერიდა, რომ სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულ ძვირად ღირებულ მაღაზიაში კაბა ეყიდა 6500 ევროდ და ფეხსაცმელი - 700 ევროდ.

თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რა კომფორტულ პირობებში „იხდიდა სასჯელს“ დედამისი, როგორც ჩანს, „გაზპრომის დედოფლად“ წოდებული იულია ტიმოშენკოს ოჯახობას უბრალოდ არ შეუძლია „მოკრძალებულად“ ცხოვრება.

სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინო
არა და სულ უკრაინის დარდი აქვს ან ტიმოშენკოს, ან მის ქალბატონს ან კიდევ იმ გაქცეულ პრეზიდენტს, თავიანთი ფულების დარდი აქვთ, მერე ასე ვეღარ იცხოვრებენ. იმედია უკრაინელებს ჭკუა ეყოფათ და ამ ქალს არ წამოისვამენ თავზე.
17:22 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
რა არის ამაში გასაკვირი? რუსი დიღომში იყო ტანკიტ შემოსული და "დიდი"ქარტველობა წიტელხიდდან ერთმანეთს ასწრებდა გაქცევაში. დღესაც იგივე მოხდება ერთი განსხვავებით-ამჯერად მომზადებულები იქნებიან უკეტესად.
03:17 / 03-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS