01 მარტი, 2014
კაბაევამ და პუტინმა ერთდროულად გაიკეთეს ნიშნობის ბეჭდები
ფოტოებზე მისი ბეჭდიანი თითი ეგვიპტის თავდაცვის მინისტრ აბლეფატახ ასსისისთან შეხვედრის დროსაც დაფიქსირდა ფოტოზე ნიშნობის ბეჭდები სრულიად შემთხვევით დაინახეს განქორწინებული პუტინისა და კაბაევას არათითებზე. პუტინი და კაბაევა ერთად ნახეს ასევე იანა რუდკოვსკაიას კომპანიაში - სამეული ფიგურისტ რუდკოვსკაიას ქმრის, ევგენი პლუშჩენკოს გამოსვლას ადევნებდა თვალს.

რუსეთის პრეზიდენტი პირველად გამოჩნდა ნიშნობის ბეჭდით მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ ცოლს გაეყარა. ფოტოებზე მისი ბეჭდიანი თითი ეგვიპტის თავდაცვის მინისტრ აბლეფატახ ასსისისთან შეხვედრის დროსაც დაფიქსირდა ფოტოზე.

მოგვიანებით პუტინის პრესსამსახურმა იზრუნა, რომ ფოტო გაექრო, კადრი
კი ძველად გამოეცხადებინა. იმავდროულად, სოჭში მყოფ ალინას, რომელსაც რუსეთის დროშა მოჰქონდა და რუსეთის დელეგაციას მოუძღოდა, ასევე ეკეთა ბეჭედი.

არადა, არც მას ჰყავს ოფიციალურად ქმარი. როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, წყვილმა, რომლის სასიყვარულო ურთიერთობებზეც წლებია ლაპარაკობენ, საიდუმლოდ იქორწინა, თუმცა ჯერჯერობით ამ ფაქტს არ ახმაურებენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS