31 დეკემბერი, 2018
სოფია ნიჟარაძის პირველი სიყვარული მრავალშვილიანი მამა გახდა - სპორტსმენს ქალიშვილის დაბადება პუტინმაც მიულოცა
ცნობილი ჰოკეისტი, მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი პაველ ბურე მრავალშვილიანი მამა გახდა. უფრო კონკრეტულად, მას მესამე შვილი შეეძინა.

47 წლის სპორტის ვარსკვლავის მესამე შვილი გოგონაა. მან და მისმა მეუღლემ ალინამ ქალიშვილს ანასტასია დაარქვეს.

ახალშობილის ფოტო პაველ ბურემ საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, როგორც გაირკვა, მას ქალიშვილის დაბადება ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა.

Rating

პაველ ბურე მთელ მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენია, თუმცა, ქართველებისთვის განსაკუთრებით პოპულარული და აქტუალური წლების წინ გახდა, როცა რუსულ და ქართულ პრესაში, მისი და სოფია ნიჟარაძის რომანზე
ალაპარაკდნენ.

Rating

წყვილს ხშირად აფიქსირებდნენ ერთად რუსეთში სხვადასხვა წვეულებაზე, ბურე სოფიას სპექტაკლების სტუმარიც იყო. წლების შემდეგ, როცა წყვილი დაშორდა, სოფიამ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა ფაქტობრივად აღიარა.

"ჩანასახი? ჩანასახი კვირტად იქცა და ლამის აყვავილდა, სულ ცოტაღა დააკლდა", - ასე ხატოვნად აღწერდა თავიანთ ურთიერთობას. ბურეს ხომ მოსწონდა, მაგრამ არც სოფო იყო გულგრილი. იყო შეხვედრები, საჩუქრები, სილაღე და სითბო - როგორც ხდება ხოლმე".

როგორც ირკვევა, პაველმა ნიჟარაძეს ხელიც სთხოვა, მაგრამ....

Rating

ბოლოს, ბურემ მასთან დასამშვიდობებლად დარეკა - ამერიკაში მიემგზავრებოდა. შეხვედრაც კი ვერ შეძლეს. სოფომ ცხოვრება ძველებურად განაგრძო.

ერთხელაც, როცა კვლავ გარდაისახა ჯულიეტად სცენაზე, უზარმაზარი თაიგული მიართვეს - ბარათს მოჰკრა თვალი, იცნო! ეს პაველ ბურეს სავიზიტო ბარათი იყო, რომელზეც მისივე ხელით ოქროსფერი ასოებით ეწერა: "Блистательной Джульиетте - Софии!" ის ბარათი ახლაც შენახული აქვს...

2008 წელს სოფიას და პაველ ბურეს გზები საბოლოოდ გაიყო, რუსეთ-საქართველოს ომის გამო, სოფომ რუსეთში აწყობილი კარიერა დატოვა, რამდენიმე თვეში კი პაველ ბურემ ოლიგარქის ფანის ჰასანოვის ქალიშვილზე იქორწინა.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS