მომღერალმა სოციალურ ქსელში 31 წლის ქმართან, ჟერარ პიკესთან და შვილებთან ერთად გადაღებული იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა.
"ბედნიერი დღესასწაულები", - წერს შაკირა ფოტოს კომენტირებისას.
ფოტოს გამოხმაურებებიც მოჰყვა.
"ულამაზესი ოჯახი ხართ", "ყველაფერი საუკეთესო თქვენ და თქვენს ოჯახს", "გვიყვარხართ", - წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია წყვილის დაშორების შესახებ, მაგრამ ამ სელფით მომღერალმა ჭორები გააქარწყლა.