25 დეკემბერი, 2018
ტყუპები ავსტრალიიდან, რომლებსაც ერთ კაცზე სურთ გათხოვება (ფოტო/ვიდეო)
ქალბატონები, ვის შესახებაც უნდა მოგიყვეთ, ანა და ლუსი დეჩინკები არიან. 33 წლის ასაკში მათ პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვეს, რადგან ერთმანეთს ძალიან გვანან და უცნაური ოცნება აქვთ.

„მსოფლიოში ყველაზე იდენტური ადამიანები ვართ“, - ამბობენ დები. როგორც აღმოჩნდა, მათ პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთეს, რათა ერთმანეთს კიდევ უფრო დამსგავსებოდნენ.

ზოგიერთი ადამიანი მათ ამსგავსებდა „პლასტიკურ თოჯინებს“, „ნიღბიან მასხარებს“ „თევზებს“ და ა.შ.


დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახის ოპერაციები ჩაიტარეს და ახლა თავიანთი გარეგნობით ამაყობენ.

ამჟამად დები ახალი პრობლემის წინაშე დგანან. მათ
სურთ გათხოვება, ოღონდ ორივეს ერთსა და იმავე მამაკაცზე. ყველაზე
უცნაური კი ის არის, რომ ახლა საერთო საქმრო ჰყავთ.

ცოტა ხნის წინ მიმართეს ერთ-ერთ ცნობილ ავსტრალიურ ტელე-შოუს „ჩვენ გვაქვს პრობლემა“. შოუში ისეთი ადამიანები მიდიან, რომლებსაც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება სურთ და პუბლიკისგან დახმარებას ელიან.

მათთან მრავალცოლიანობა აკრძალულია, სწორედ ამიტომ, ტყუპები ეცდებიან, რომ საზოგადოებას ხმა მიაწვდინონ და ქორწინების უფლება მოიპოვონ.

ტყუპების რჩეული მექანიკოსი ბენ ბირნია, რომელსაც 8 წელია, იცნობენ. ბენი ამბობს, რომ დებს შესანიშნავად უგებს და „რისკზე“ წასვლაზე თანახმაა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS