25 დეკემბერი, 2018
8 წლის ბავშვი ფულის შეგროვების კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე საათში კიბოთი გარდაიცვალა
8 წლის ბავშვი, ლიუქ ბელი, სამკურნალოდ 50 000 ფუნტის შეგროვების კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე საათში კიბოთი გარდაიცვალა.

ლიუქ ბელი ორი წლის განმავლობაში ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა, მაგრამ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე სიმსივნური უჯრედები მთელ სხეულში გაუვრცელდა.

Rating

Facebook-ზე ლიუქ ბელის საგულშემატკივროდ შექმნილი იყო სპცეიალური გვერდი TeamLuke-ი, სადაც ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მშობლებმა პოსტი დაწერეს.

"გასულ ღამეს ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

უკანასკნელი ბრძოლა ძალიან დიდი იყო და ჩვენი სუპერგმირი ჩვენთან ერთად აღარ არის.

Rating

ლიუქი ძალიან მშვიდად, მის საყვარელ ადგილას და
საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული გარდაიცვალა. სიტყვები ვერ აღწერს, როგორი განადგურებულები და გულნატკენები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ნუგეში შეგვიძლია მივიღოთ იქიდან, რომ ის ახლა ტკივილისგან თავისუფალია, ახლა არ არის დრო სევდისთვის, ლიუქს ეს არ მოეწონებოდა. ახლა დროა, რომ ვფოკუსირდეთ პოზიტიურ ამბებზე, შესანიშნავ მოგონებებზე და იმ წარმოუდგენელ გავლენაზე, რაც მას ჰქონდა ბევრის ცხოვრებაში.

მხოლოდ 8 წლის ბავშვმა გამოავლინა უდიდესი ძალა და სიმამაცე და იბრძოლა. სამყარო დღეს უფრო მუქი ადგილია მისი გადამდები ღიმილის გარეშე", - წერია პოსტში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS