როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიმართვაშია ნათქვამი, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გია გაჩეჩილაძეს ავტომობილით მგზავრობისას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და წინა სავარძელზე კალთაში ეჯდა მცირეწლოვანი ბავშვი.
„23 დეკემბერს, სატელევიზიო ეთერში მუსიკალური რუბრიკა „მოძრავი კარაოკე“ გავიდა, რომელშიც მონაწილე ერთ-ერთ ცნობილ სახეს, მომღერალ გია გაჩეჩილაძეს-უცნობს, ავტომობილით მგზავრობისას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და წინა სავარძელზე კალთაში ეჯდა მცირეწლოვანი ბავშვი.
აღსანიშნავია რომ,
საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", ჰაბ ჯორჯია, საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემია და "იარე ფეხით" შეშფოთებას გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო და მივმართავთ საპატრულო პოლიციას, რათა დროული რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ სამართალდარღვევებზე.
ასევე მივმართავთ გადაცემის საპროდიუსერო ჯგუფს მსგავსი ფორმატის გადაცემები გამოიყენონ უსაფრთხო მგზავრობის პოპულარიზაციისთვის და მოვუწოდებთ მძღოლს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგზაო უსაფრთხობის წესები, რათა საზოგადოებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღევვა არ გახდეს მისაღები ნორმა“, - ნათქვამია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.