ბრეჟნევა-მელაძის წყვილი ივან ურგანტის შოუს სტუმრები ბოლოს 2012 წელს იყვნენ.
ვერა ბრეჟნევას გადაცემაში შთამბეჭდავი სამოსი ეცვა. მან ულამაზეს კაბაზე შეაჩერა არჩევანი. მის კაბას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გადაცემის დასრულების შემდეგ, ვერამ ინსტაგრამზე დაწერა, რომ კაბა, რომელიც გადაცემაში ეცვა, მას სადღესასწაულო განწყობას უქმნის და ის დიზაინერმა Chapurin-მა შექმნა.