"პირველ რიგში, ჩემი გაოცება მინდა გამოვახტო იმიტომ, რომ უბრალოდ არ მეგონა მსგავსი რამ თუ გაიჟღერებდა ქართულ მედიასივრცეში და სოციალურ ქსელებში. ხო იცით, გამსახურდიას ცნობილი გამონათქვამი, როცა მეფე გიორგი ამბობს, დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით ერთმანეთს, როგორც დაკოდილ ძერას ყვავებიო...
ჩვენ ხომ არ ვიცით დაფასება ერთმანეთის და
მე ერთმა არასასიამოვნო ფრაზამ მომჭრა ყური, მითხრეს, რომ მას უნდოდა ესიამოვნებინა ხელისუფლებისთვის, ჩემთვის ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი. თუ ჩვენს ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც არსებობს ისეთი, რომელსაც ოქიტაშვილის ეს განცხადება ესიამოვნა, არაფრის ღირსები არ ვართ და უკან დაგვიბრუნდება საუკუნის წინ ნათქვამი ფრაზა, "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო!"" - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ იხილეთ ზურა ყიფშიძის მოსაზრება: