20 დეკემბერი, 2018
მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმითა და კაბით გამოჩნდა
მი­შელ ობა­მა გა­და­ცე­მა­ში სე­რი­ა­ლის „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“ ვარ­სკვლავ­თან, სარა ჯე­სი­კა პარ­კერ­თან სა­კუ­თარ წიგნ­ზე სა­სა­უბ­როდ მი­ვი­და. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ს ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის „ბა­ლენ­სი­ა­გას“ 4 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ჩექ­მა და ყვი­თე­ლი კაბა ეცვა.

კაბა „ბა­ლენ­სი­ა­გას“ 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლი - ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან არის, მო­დის სახ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი კი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, დემ­ნა გვა­სა­ლი­აა.

Rating

ბრჭყვი­ა­ლა ჩექ­მამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, თუმ­ცა, „ტვი­ტე­რის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ობა­მას ჩაც­მუ­ლო­ბას მხო­ლოდ და­დე­ბი­თად აფა­სებს.

აშშ-ს პირ­ვე­ლი ლე­დის წიგ­ნის გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, აშშ-სა და
კა­ნა­და­ში პირ­ვე­ლი­ვე დღეს "Becoming"-ის 725,000 ასლი გა­ი­ყი­და და შემ­დე­გი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ყიდ­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით, წლის წიგ­ნი გახ­და. დაათვალიერეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS