როგორც სამეფო ოჯახის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, კირა ნაიტლს ჯილდო პრინცმა ჩარლზმა გადასცა.
ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა. ინგლისელ მსახიობს, ხელოვნების დარგსა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცეს.
კირა ნაიტლი ღონისძიებას მეუღლესთან და მშობლებთან ერთად სტუმრობდა.
ცნობილ მსახიობს ცერემონიალზე "შანელის" ორეული და "chloegosselin"-ის ფეხსაცმელი ემოსა.