28 თებერვალი, 2014
ტყავის შარვალი თუ გამჭვირვალე კაბა - რა მიაჩნიათ მამაკაცებს ყველაზე სექსუალურად
ხშირად ქალები სწორედ იმას წარმოაჩენენ, რაც ყველაზე ნაკლებად აქვთ გამოსაჩენი და ნაკლოვანებებს მეტად უსვამენ ხაზს მამაკაცებს თურმე ძალიან მოსწონთ, როცა გემოვნებიანად ჩაცმულ ქალს ხედავენ, თანაც, დიდ ყურადღებას აქცევენ სექსუალურ სამოსს - ამაში სულაც არ იგულისხმება მხოლოდ ქალის თეთრეული. სექსუალური შეიძლება იყოს ნებისმიერი სამოსი, რომელიც ქალს ელეგანტურად აქვს მორგებული. ასეთი გამოთქმაც არსებობს, რომ ყველა ის სამოსი სულაც არ არის სექსუალური, რომელიც მიანიშნებს, რომ ქალი ადვილად მისაწვდომია. ხშირად ქალები სწორედ იმას წარმოაჩენენ, რაც ყველაზე ნაკლებად აქვთ გამოსაჩენი და
ნაკლოვანებებს მეტად უსვამენ ხაზს.

მაშ ასე, რა მიაჩნია მამაკაცს ყველაზე სექსუალურად ქალის სამოსში:

• მოხატული წინდები და კოლჰოტები - მამაკაცებს განსაკუთრებულად სექსუალურად მიაჩნიათ შავი ''მოხატული'' კოლჰოტები - ბადის მოხატულობის, ზოლიანი, კუბოკრული. თუ ამას თან ერთვის მოკლე ქვედაბოლო, ეს აორმაგებს სექსუალურ მიმზიდველობას. ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებელია ზომიერების დაცვა და სწორი გათვლის გაკეთება, თორემ თუ ქალმა გადაამეტა, მხოლოდ სასურველი მამაკაცი კი არა, მთელი უბნის მამაკაცები ''წამოეგებიან'' მის ''სიგნალს''.

• ტანზე მომდგარი ლოსინი ან ტყავის შარვალი - თუ მიმზიდველი უკანალი გაქვთ და სხეულის ფორმები ხელს გიწყობთ, ტყავის შარვალი სწორი არჩევანი იქნება სასურველი მამაკაცის ანკესზე წამოსაგებად. ტყავში ან წელვად მჭიდრო ქსოვილში ''მომწყვდეული'' მიმზიდველი საჯდომი ნებისმიერ მამაკაცს გაუჩენს თქვენი ხელში ჩაგდების სურვილს.

Rating

• მაქმანებიანი თეთრეული - ქვედაბოლოს ჭრილში ან დეკოლტეში ოდნავ გამოჩენილი ბიუსტჰალტერის ან წინდის მაქმანი, ეროტიზმისა და კოკეტობის სიმბოლოა. ამ გზავნილის მიღებისთანავე მამაკაცი იწყებს ფიქრს არა მხოლოდ თავით, არამედ სხვა რამითაც.


• ''გეტრები'' და გოლფები - ნებისმიერ მამაკაცს უყვარს ახალგაზრდობა. განსაკუთრებით - ქალის სინორჩე. მოწიფული გოგონა, რომელიც უბიწო სკოლის მოწაფის ან ხულიგანი თინეიჯერის იმიჯს ირგებს, ავტომატურად იქცევა სასურველად და სექსუალურ ფანტაზიებსაც აღვიძებს. სწორედ ამგვარ იმიჯს სძენს ქალს მუხლამდე ან მუხლსზემოთ ''გეტრები'' და გოლფები.

Rating

• რაც უნდა უხამსად და უწესოდ ჩანდეს ბიუსტჰალტერის გარეშე გარეთ გამოსვლა, გამჭვირვალე ქსოვილიდან გამოჩენილი შიშველი მკერდი ან გამოკვეთილი ძუძუს თავები, ნებისმიერ მამაკაცს უღვიძებს სურვილს. ასეთი ''ილეთი'' განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც არ აქვს დიდი მკერდი, რადგან ასეთ შემთხვევაში კერტები კიდევ უფრო გამოკვეთილია. ხოლო მამაკაცის ლოგიკა ასეთ დროს სავსებით გასაგებია: თუ ძუძუს თავები გამოკვეთილია, ე.ი. ქალი აგზნებულია, ხოლო თუ აგზნებულია - უეჭველად მასთან ურთიერთობის შედეგად...

სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS