11 დეკემბერი, 2018
მოულოდნელი სტუმარი! მეგან მარკლიმ სამეფო პროტოკოლი დაარღვია
გასულ ღამეს, ლონდონში გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი British Fashion Awards-ი, რომელსაც მოდის ოსკარსაც კი უწოდებენ.
წითელ ხალიჩაზე ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც არიან დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, კაია გერბერი, კენდალ ჯენერი და სხვები.

თუმცა, ღონისძიების ყველაზე განსაკუთრებული სტუმარი, ბრიტანეთის ჰერცოგინია მეგან მარკლი გახლდათ.

Rating

დიზაინერ კლერ უაიტ კელერს პრიზი თავად ჰერცოგინიამ გადასცა, რამაც დარბაზში შეკრებილი სტუმრები გააოცა. სწორედ კელერმა შექმნა მეგან მარკლის საქორწინო კაბა. გაოცებული დარჩა თავად დიზაინერიც.

RatingRating

კელერი პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიალზე "ქალის საუკეთესო დიზაინერის" ტიტულის მფლობელი გახდა.
"ჩემთვის
დიდი პატივია აქ ყოფნა", - განაცხადა მეგან მარკლიმ.

Rating

ორსული ჰერცოგინია ცერემონიალზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, მას Givenchy-ს კაბა და Tamara Mellon-ის ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო ხელზე Pippa Small-ის სამაჯური ეკეთა.

Rating

მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახის პროტოკოლი გუშინაც დაარღვია, როგორც იცით, სამეფო ოჯახის წევრებს მკვეთრი ფერის ფრჩხილის ლაქის წასმა და შავი ფეხსაცმლის ჩაცმა ეკრძალებათ, თუმცა, 37 წლის ჰერცოგინიამ "მოდის ოსკარზე" წესები დაარღვია. 

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
natia
lady dianac ecinaagmdegeboda protokolebs da ert dgesac avariashi mokva
04:25 / 12-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS