წითელ ხალიჩაზე ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც არიან დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, კაია გერბერი, კენდალ ჯენერი და სხვები.
თუმცა, ღონისძიების ყველაზე განსაკუთრებული სტუმარი, ბრიტანეთის ჰერცოგინია მეგან მარკლი გახლდათ.
დიზაინერ კლერ უაიტ კელერს პრიზი თავად ჰერცოგინიამ გადასცა, რამაც დარბაზში შეკრებილი სტუმრები გააოცა. სწორედ კელერმა შექმნა მეგან მარკლის საქორწინო კაბა. გაოცებული დარჩა თავად დიზაინერიც.
კელერი პრესტიჟული დაჯილდოვების ცერემონიალზე "ქალის საუკეთესო დიზაინერის" ტიტულის მფლობელი გახდა.
"ჩემთვის
ორსული ჰერცოგინია ცერემონიალზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, მას Givenchy-ს კაბა და Tamara Mellon-ის ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო ხელზე Pippa Small-ის სამაჯური ეკეთა.
მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახის პროტოკოლი გუშინაც დაარღვია, როგორც იცით, სამეფო ოჯახის წევრებს მკვეთრი ფერის ფრჩხილის ლაქის წასმა და შავი ფეხსაცმლის ჩაცმა ეკრძალებათ, თუმცა, 37 წლის ჰერცოგინიამ "მოდის ოსკარზე" წესები დაარღვია.