პაპარაცებმა დააფიქსირეს დევიდისა და მოდელის ცოტათი უხერხული კადრიც - ფეხბურთელის მეუღლის სახელით ტატუირებული ხელი, რომლითაც მოდელს ეხვევა.
ვიზიტი ფეხბურთელისთვის ოფიციალური იყო, თუმცა, აღნიშნული კადრების შემდეგ, მისი მისამართით უცხოურ მედიაში საეჭვო კომენტარები გაისმა.
შეგახსენებთ, რომ დევიდის გვერდით ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთმა მოდელმა - ბელა ჰადიდმა მიიქცია ყურადღება.
მაშინ მათ კადრებს მედიამ საკმაოდ უცნაური უწოდა, რადგან ფეხბურთელი აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს ბელას გვერდით და აქტიურად ცდილობდა, მისთვის თუ ფოტოგრაფებისთვის თვალი აერიდებინა.