10 დეკემბერი, 2018
დევიდ ბექჰემი მაიამიში ცნობილ სუპერმოდელთან ერთად დააფიქსირეს
რამდენიმე დღის წინ, ყოფილი ფეხბურთელი - დევიდ ბექჰემი მაიამიში იმყოფებოდა და რამდენიმე გლამურულ წვეულებასაც დაესწრო, ერთ-ერთ მათგანზე კი, 43 წლის სპორტსმენი ცნობილ სუპერმოდელთან - ჰელენა კრისტენსენთან ერთად ფიგურირებდა.

პაპარაცებმა დააფიქსირეს დევიდისა და მოდელის ცოტათი უხერხული კადრიც - ფეხბურთელის მეუღლის სახელით ტატუირებული ხელი, რომლითაც მოდელს ეხვევა.

Rating

ვიზიტი ფეხბურთელისთვის ოფიციალური იყო, თუმცა, აღნიშნული კადრების შემდეგ, მისი მისამართით უცხოურ მედიაში საეჭვო კომენტარები გაისმა.

შეგახსენებთ, რომ დევიდის გვერდით ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთმა მოდელმა - ბელა ჰადიდმა მიიქცია ყურადღება.
მასთან ერთად სპორტსმენი Dior-ის ჩვენების წინა რიგში შემთხვევით აღმოჩნდა.

Rating

მაშინ მათ კადრებს მედიამ საკმაოდ უცნაური უწოდა, რადგან ფეხბურთელი აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს ბელას გვერდით და აქტიურად ცდილობდა, მისთვის თუ ფოტოგრაფებისთვის თვალი აერიდებინა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS