ჯოლი ლოს-ანჯელესში შაილოსთან და ტყუპებთან ერთად შოპინგობდა.
როგორც ჩანს, მსახიობი დეპრესიიდან გამოდის, რადგან ფოტოებზე ის ძალიან მხიარულად გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შემდეგ, პრესა დიდხანს წერდა იმის შესახებ, რომ ჯოლი მამისთვის შვილების წართმევას აპირებდა, თუმცა, ხანგრძლივი დავის შემდეგ, სასამართლომ მიაღწია შეთანხმებას და ბავშვებზე მეურვეობას დედ-მამა თანაბრად გაინაწილებს.