ქეთამ და გუფიმ დაშორება დაადასტურეს. მოგვიანებით კი, გუფიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იანა არ უყვარს და ქეთასთან დაშორებას გეგმავს. უფრო მეტიც - რეპერმა ვიდეომიმართვაში იანას აგინა.
ამას მოჰყვა იანას საპასუხო ვიდეომიმართვა, მისი თქმით, გუფიმ იანას სიმთვრალით ისარგებლა და გააუპატიურა.
ინსტაგრამზე იანამ თავის ვრცელ პოსტში ისიც მოყვა, თუ როგორ გაიცნო რეპერი ერთ-ერთ კაფეში, შემდეგ კი გოგონა თავისთან სახლში დაპატიჟა, სადაც ერთად დალიეს. გამომდინარე იქიდან,
- როგორც კი მივხვდი, რომ ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ვიყავი, მაშინვე დავიძინე. დილით გაღვიძებულმა კი დავინახე, რომ მთლიანად სისხლში ვიყავი ამოსვრილი, ზეწარი სულ სისხლიანი იყო. როცა გუფს ვკითხე, თუ რა იყო ეს, ის გაოცდა და კითხვაზე კითხვით მიპასუხა - "შენ რა, არ გახსოვს?" ის ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო, მანამდე არავინ მყოლია.
მან შემთხვევით ისარგებლა და გააკეთა ის, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში ვიტანჯებოდი, მქონდა შეგრძნება, თითქოს ჩემი სხეულის დიდი ნაწილი წამართვეს. ის მე მპირდებოდა და მეფიცებოდა, რომ არასდროს მიმატოვებდა. ის იყო კიდეც ჩემს გვერდით მანამდე, სანამ 18 წელი შემისრულდებოდა. - აღნიშნა იანამ.