27 თებერვალი, 2014
წლის აღმოჩენა - ჰომოსექსუალიზმი გენეტიკურია?
მამაკაცები არ ირჩევენ თავიანთ სქესობრივ ორიენტაციას. ჩვენ ვიპოვეთ მტკიცებულება, რომ გენების ორი წყვილი ახდენს იმაზე გავლენას, თუ ვინ იქნება კაცი საკითხი, ჰომოსექსუალიზმი სექსუალური ლტოლვის თანდაყოლილი თუ შეძენილი ფორმაა, საზოგადოებას დიდი ხანია აღელვებს. ამერიკელმა მეცნიერებმა ამ კუთხით ნამდვილად წლის აღმოჩენა გააკეთეს - მამაკაცების სქესობრივი ორიენტაცია თურმე გენებზეა დამოკიდებული. ვინ იფიქრებდა, რომ გენები ამ საკითხში ესოდენ დიდ როლს თამაშობენ.

ამერიკელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მამაკაცები სულაც არ ირჩევენ თავიანთ სქესობრივ ორიენტაციას. მათ სჯერათ, რომ სქესობრივ ორიენტაციაზე გენები ახდენს
გავლენას. კვლევა ილინოისის ჩრდილო-დასავლური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

სწორედ მათ გაარკვიეს, რომ მამაკაცის სასქესო ქრომოსომებში არსებული გენები განსაზღვრავს, ის ჰომო იქნება თუ ჰეტეროსექსუალი. იმისათვის, რომ ეს ფაქტი დაედგინათ, მეცნიერებმა მამაკაცების დნმ-ის 400 ნიმუში დატესტეს.

ექსპერიმენტის დროს გაირკვა, რომ გეეტიკური მარკერი Х-ქრომოსომაში სახელწოდებით Xq28, ახდენს გავლენას მამაკაცების სექსუალურ ქცევაზე. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ დენეემის სხვა ფრაგმენტი 23-დან 8 ქრომოსომაზე, მამაკაცის ორიენტაციას განსაზღვრავს.

''მამაკაცები არ ირჩევენ თავიანთ სქესობრივ ორიენტაციას. ჩვენ ვიპოვეთ მტკიცებულება, რომ გენების ორი წყვილი ახდენს იმაზე გავლენას, თუ ვინ იქნება კაცი'', - აღნიშნა მაიკლ ბეილმა, ფსიქოლოგმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

მანვე დასძინა, რომ სხვა ფაქტორებსაც შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ მამაკაცების ორიენტაციაზე. მაგალითად, ამგვარ ფაქტორებს უკავშირდება ის ჰორმონები, რომლებსაც ბავშვი დედის მუცელში ყოფნის დროს იღებს.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ნაციონალური ონკოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერის დინ ჰარმერის მიერ 1993 წელს გაკეთებული განცხადება. მან გაარკვია, რომ გეების ძმები, შემთხვევათა ათ პროცენტში, თავადაც ჰომოსექსუალები იყვნენ, იმ დროს, როცა ჰეტეროსექსუალ ადამიანებს შორის ეს დონე 3 პროცენტს შეადგენდა.

ჰარმერმა მაშინვე ივარაუდა, რომ ეს ფაქტი ქრომოსომებთან იყო დაკავშირებული. მით უმეტეს, გაარკვია, რომ გეების ბიძები და ბიძაშვილ-დეიდაშვილები (ნათესავები დედის მხრიდან), ასევე ხშირად ყოფილან გეები.

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ანა
გენეტიკური რომც იყოს ეს არ ნიშნავს რომ დაავადებაა. თვალების, თმის ფერი, სახის ნაკვთები და სხვა უამრავი რამ გენეტიკით გადადის და მაშინ ყველა ავად ვყოფილვართ :) ნაკლები აგრესია და მეტი კეთილი საქმე.
13:35 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
იზი
ანუ ეს ბიჭები{ სურათს ვგულისხმობ} რომ გამრავლდებიან, მათი შვილები გეი გენის მატარებლები იქნებიან?
14:10 / 01-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ბონდო შენ მოგმართავ
ბონდო შენ არ გააკეთე ლოგიკური დასვნა. :) არანაირად არ გეუბნები ამას ირონიით! გენეტიკურად ვიღებთ ჩვენ დედმამის გენებს, მაგალითად ცხვირის, ტუჩის, თავის ფორმას, ასევე ნიჭს მაგალითად მუსიკალურს, მხატვრობის და ა.შ., ანუ , იმის მტკიცება რომ ჰომოსექსუალობა რახან არ მოგწონს და გენეტიკურად გადადის ე.ი. ავადმყოფობაა -უსაფუძვლოა! მოგვწონს თუ არ მოგვწონს მშობლებისგან ვიღებთ ყველანაირ გენს მათ შორის ჩვენს მოსაწონსაც და არმოსაწონსაც ! მადლობა :)
14:24 / 28-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ბონდო
თუ გენეტიკურია, ე.ი., დაავადება გამოდის..თუ დაავადებაა, მაშინ?)))))საკუთარ მკურნალობაზე უნდა იზრუნონ და არა მანიფესტაციებზე...
14:08 / 28-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ივერიელი
ჰომოსექსუალიზმი არა, ჰომოსექსუალობა და რით ვერ დაიმახსოვრეს ამ "ჟურნალისტებმა"? ეს ვერსია ერთ-ერთია და არა ერთადერთი :) სანამ თემაზე დაწერას გადაწყვეტს "ჟურნალისტი" კარგი იქნება თუ მცირე მოკვლევას გააკეთებს და არ იქნება ფუნაზე და სიყვითლეზე ორიენტირებული :) სტატიის მთარგმნელს ვურჩევდი რუსულ საიტებს მოეშვას :) აშკარაა რომ რუსულიდან ნათარგმნია ... გრამატიკულ შეცდომებზე აღარაფერს ვლაპარაკობ :)
13:05 / 28-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS