მან ეს თავისი „ინსტაგრამის“ ლაივრეჟიმში გააკეთა.
პირველ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ვარსკლავმა გადაწყვიტა, თავისი გამომწერების თვალწინ გაეკეთებინა აივ-ინფექციის ტესტი. “ისნტაგრამზე” მას 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
თაყვანისმცემლებთან ერთად ის 20 წუთი ელოდებოდა მისი ანალიზის პასუხს, რომელიც, საბოლოო ჯამში, უარყოფითი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, ვერა ბრეჟნევა გაეროს ელჩი გახლავთ შიდსთან ბრძოლის კუთხით.