04 დეკემბერი, 2018
ახალმა რძალმა სამეფო ოჯახი არია - პრინცი უილიამი მეგან მარკლის გამო საკუთარ ძმას დაუპირისპირდა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიმართ ჭორ-მართალი არ წყდება. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. ამის მიზეზად ბრიტანულმა პრესამ, კეიტ მიდლტონის და მეგან მარკლის დაპირისპირება დაასახელა.

ტაბლოდიების ცნობით, მეგან მარკლიმ კეიტ მიდლტონი ქორწილამდე ცხარე ცრემლებით ატირა, ამის მიზეზი კი, ქორწილში პრინცესა შარლოტას ჩაცმულობა გახლდათ. მეგანს ითხოვდა, ქორწილში ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც თავად სურდა და შარლოტას ისე ჩაეცვა, როგორც სამეფო ოჯახის ახალ რძალი მოინდომებდა. კეიტ მილდტონი ამიტომაც ატირა.


Rating

რძლების დაპირისპრიება კვირას
უარყო სამეფო ოჯახმა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამი იყო, რომ კეიტი და მეგანი ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში არიან.

ამჯერად ბრიტანული გამოცემა "Daily Mail"-ი პრინცების დაპირისპირებაზე ალაპარაკდა.

გამოცემის ცნობით, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი ერთმანეთს, მეგან მარკლის გამო, დაუპირისპირდნენ.

ინსაიდერების თქმით, უილიამი ძმის არჩევანმა და გადაწყვეტილებამ შეაშფოთა. მისი თქმით, მეგანისა და ჰარის ურთიერთობა მოკლე დროში დასრულდა ქორწინებით, ჰარი შეიცვალა და ამან მისი უფროსი ძმის უკმაყოფილება გამოიწვია.

Rating

პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ, ძმები ყველგან ერთად ჩნდებოდნენ და განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჰარის მეგან მარკლი შეუყვარდა, ის შეიცვალა და პრინცებს შორის არსებული დაპირისპირება მათ ყველა ქმედებაში ჩანს - აცხადებს ანონიმური წყარო. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS