02 დეკემბერი, 2018
"დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც სექსუალურად ძალადობენ" - სამეფო ოჯახმა ანჯელინა ჯოლის უმასპინძლა
ანჯელინა ჯოლი სამეფო ოჯახის ღონისძიებას დაესწრო. შეხვედრა PSVI-ის ფილმის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ იმართება. ანჯელინა ჯოლი, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩად გვევლინება, ვესექსის გრაფინიას სოფიას შეხვდა.


მსახიობი შეხვედრაზე არაჩვეულებრივად გამოყურებოდა. მან მოირგო თეთრი კოსტიუმი, რომელსაც თეთრი შარვალი შეუხამა. წითელი პომადა კი მის ლუქს განსაკუთრებულად ელეგანტურსა და მომხიბვლელს ხდიდა.

„დროა, შეიცვალოს კანონები, დამთავრდეს სტიგმა, დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც სექსუალურად ძალადობენ. ამ ყველაფრისთვის კი უნდა ვიბრძოლოთ და გავერთიანდეთ “, – განაცხადა ექვსი შვილის დედამ.
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS