26 თებერვალი, 2014
სენსაციური აღმოჩენა, რომელსაც მსოფლიო ელოდა - წამალი, რომელმაც კიბოთი დაავადებული განკურნა
ბატონი ბრუქსი სრულიად გამოჯანმრთელდა და ის პირველი პაციენტი გახდა, ვისაც კიბოს საწინააღმდეგო ახალი პრეპარატით უმკურნალეს ჩრდილოეთ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში მცხოვრებ იან ბრუქსს 2001 წელს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა, მას ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს და პროცესი შეაჩერეს. მაგრამ 2008 წელს სიმსივნემ ორგანიზმში კვლავ იჩინა თავი, ამჯერად აგრესიული ფორმით – კიბო მთელ ორგანიზმს მოედო.

იანს ექიმებმა ერთი კვირის სიცოცხლე მისცეს. კაცს ორგანიზმში 70 მეტასტაზი ჰქონდა და მკურნალობას აღარ ექვემდებარებოდა.

"იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავი, რადიკალური რამ მჭირდებოდა" – იხსენებს
47 წლის ბრუქსი და მამაკაცმა, როგორც მოხალისემ, მონაწილეობა მიიღო ახალი სამედიცინო პრეპარატის გამოცდაში.

მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები უკვე 24 საათში გამოჩნდა და ევროპის უმსხვილესი ონკოლოგიური ცენტრის, Christie-ს ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ რენტგენის სურათებზე შედეგები იხილეს.

ბატონი ბრუქსი სრულიად გამოჯანმრთელდა და ის პირველი პაციენტი გახდა, ვისაც კიბოს საწინააღმდეგო ახალი პრეპარატით უმკურნალეს.

იხილეთ ვრცლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS