30 ნოემბერი, 2018
"მის მოსკოვი", რომელიც მალაიზიის მეფეზე დაქორწინდა, დასაორსულებლად გერმანიაში მკურნალობს
ყო­ფი­ლი „მის მოს­კო­ვი“, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ მა­ლა­ი­ზი­ის მე­ფეს გაჰ­ყვა ცო­ლად, ტაბ­ლო­ი­დე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ ოქ­სა­ნა ვო­ე­ვო­დი­ნა და­სა­ფეხ­მძი­მებ­ლად გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს.

25 წლის ოქ­სა­ნა ვო­ე­ვო­დი­ნა 49 წლის სულ­თან მუ­ჰა­მედ მე­ხუ­თე კე­ლან­ტან­ზე გა­სულ კვი­რას და­ქორ­წინ­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მან ის­ლა­მი მი­ი­ღო. სა­ქორ­წი­ნო სუფ­რა­ზე ალ­კოჰო­ლი არ ჰქო­ნი­ათ. მეფე მა­ლა­ი­ზი­ურ ტრა­დი­ცი­ულ სა­მოს­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, პა­ტარ­ძალს კი თეთ­რი სა­ქორ­წი­ნო კაბა ეცვა.



მუ­ჰა­მედ მე­ხუ­თე ქორ­წი­ნე­ბის გამო ღე­ლავს, რად­გან პირ­ველ ცოლს ისე და­შორ­და, შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ.

ოქ­სა­ნა­სა და
მა­ლა­ი­ზი­ე­ლი მო­ნარ­ქის ქორ­წი­ლი 22 ნო­ემ­ბერს მოს­კოვ­ში, სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შედგა. სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ტა­ტი­ა­ნა ან­დრე­ე­ვას თქმით, წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი ევ­რო­პა­ში გა­იც­ნო, სა­დაც ვო­ე­ვო­დი­ნა სა­ა­თე­ბის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ოქ­სა­ნამ მუ­სულ­მა­ნუ­რი სახ­ელი რი­ა­ნა და­ირ­ქვა, ჰი­ჯა­ბი­ა­ნი ფოტო კი ტვი­ტერ­ზე გა­ა­ზი­ა­რა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS