29 ნოემბერი, 2018
უილ სმიტის 20 წლის ვაჟმა განაცხადა, რომ 27 წლის ცნობილი მამაკაცი უყვარს
საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ უილ სმიტის 20 წლის ვაჟი კრეატიული და არაორდინალური ადამიანია, რომელიც საზოგადოებას ხშირად აოცებს.

როდის ამბობს სიმართლეს და როდის ხუმრობს 20 წლის რეპერი, ამის გაგება მის ფანებსაც კი უჭირთ.

გუშინ ჯეიდენ სმიტმა მორიგი გამაოგნებელი განცხადება გააკეთა, მისი თქმით, ის შეყვარებულია და მისი მეგობარი მამაკაცი 27 წლის რეპერი Tyler the Creator-ია.


"ტაილერი - ჩემი საუკეთესო მეგობარი. მე ის ძალიან მიყვარს. მას არ სურს ამ საკითხზე ლაპარაკი, მაგრამ მე ის მიყვარს. მე ვამბობ
სიმართლეს, დაიმახსოვრეთ ეს", - განაცხადა უმცროსმა სმიტმა და მსმენელს შუა თითი უჩვენა.

ეს რომანტიკული ისტორია ამით არ დამთავრებულა. ჯეიდენმა მოგვიანებით ტვიტერზეც დაწერა მისი გრძნობების შესახებ, თუმცა, მართალია თუ ხუმრობს, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ჯეიდენ სმიტის ორიენტაცია არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, თუმცა, მას ამაზე აქამდე არასდროს უსაუბრია. ჯეიდენი არ ჰგავს საზოგადოების დანარჩენ წევრებს, მას ხშირად ნახავთ მოკლე კაბით და ეს დისკომფორტს საერთოდ არ უქმნის.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS