29 ნოემბერი, 2018
კეიტ მიდლტონის პირველი კომენტარი ორსული მეგან მარკლის შესახებ
უკვე რამდენიმე დღეა, მსოფლიო პრესა სამეფო ოჯახში არსებულ დაპირისპირებაზე წერს. ამას ჟურნალისტები მას შემდეგ ვარაუდობენ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საცხოვრებლად სასახლიდან სხვა სახლში გადადიან.

როგორც ჩანს, ჭორებს სამეფო ოჯახიც განიცდის. ამიტომ გუშინ, ორსულ მეგან მარკლზე პირველად გააკეთა კომენტარი კეიტ მიდლტონმა.

"ახლა ჩვენი ოჯახისთვის, ჯორჯისთვის, შარლოტასთვის და უფრო მეტიც, პატარა ლუისისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდი იქნება", - განაცხადა ჰერცოგინიამ.


კეიტ მიდლტონისა და მეგან მარკლის დაპირისპირების შესახებ ჭორები დიდი ხანია
არსებობს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პრინცი ჰარი მსახიობზე დაქორწინდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლიმ საკუთარი ქორწილის მოსამზადებელ პერიოდში კეიტ მილდტონი ცხარე ცრემლებით ატირა. ამის მიზეზი კი, პრინცესა შარლოტას საქორწინო ჩაცმულობა გახდა.

Rating

კეიტი და მეგანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან, რაც მათ ყველა მოქმედებაში ჩანს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS