29 ნოემბერი, 2018
9-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, კვენტინ ტარანტინო 20 წლით უმცროს გოგონაზე დაქორწინდა
55 წლის კვენტინ ტარანტინო და მისი მეორე ნახევარი 35 წლის ებრაელი მომღერალი და მოდელი დანიელა პიკი დაქორწინდნენ.

საქორწინო ცერემონია გუშინ ლოს-ანჯელესში შედგა. ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართა, მას მხოლოდ წყვილის ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ კვენტინ ტარანტინომ დანიელა პიკი 9 წლის წინ Inglourious Basterds-ის გადაღებებზე გაიცნო, ცოლობა კი მხოლოდ 2017 წლის შემოდგომაზე სთხოვა. 


Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS