27 ნოემბერი, 2018
ჯეკი ჩანის ქალიშვილი მეგობარ გოგოზე დაქორწინდა : "სიყვარული იმარჯვებს, ყოველთვის"
ჯეკი ჩა­ნის შვი­ლი, ეტა, რო­მელ­თა­ნაც მა­მას ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვს, კა­ნა­დელ მე­გო­ბარ გო­გო­ნა­ზე, ენდი ოთამ­ზე და­ქორ­წინ­და, ამის შე­სა­ხებ "CNN"-ი წერს.

19 წლის ეტამ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ თეთრ სა­მოს­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი გა­ა­ზი­ა­რა, სა­თა­უ­რით - „სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს. ყო­ველ­თვის“.

ენ­დიმ კი აღ­ნიშ­ნა, რომ ჰონგ-კონ­გში დაბ­რუნ­დნენ, რო­გორც მე­უღ­ლე­ე­ბი.

„სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად მო­დის გა­სა­ო­ცა­რი ძალა და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ცი­ოთ სა­კუ­თარ ტკი­ვილს და ზუს­ტად ვი­ცო­დეთ, ვინ ვართ და რა გვინ­და“, - წერს ენდი.

ეტა ჩი­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და ყო­ფი­ლი სი­ლა­მა­ზის
დე­დოფ­ლის, ელე­ი­ნის შვი­ლია. ელე­ინ­სა და ჯეკი ჩანს 1990-იან წლებ­ში რო­მა­ნი ჰქონ­დათ, ჩანი ტა­ი­ვა­ნელ მსა­ხი­ობ­ზე, ჯოან ლინ­ზე 1982 წელს და­ქორ­წინ­და.

მა­ის­ში ეტამ და ენ­დიმ „იუ­თუბ­ზე“ ვი­დეო გა­ნა­თავ­სეს, სა­დაც ამ­ბობ­დნენ, რომ ისი­ნი კა­ნა­და­ში ცხოვ­რობ­დნენ, უსახ­ლკა­როდ, ამა­ში კი ჰო­მო­ფობ მშობ­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS