27 ნოემბერი, 2018
"ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ გავთხოვდი" - კიმ კარდაშიანმა ნარკოტიკების მოხმარება აღიარა
როგორც ჩანს, კარდაშიანების ოჯახის რეალითი შოუს "Keeping Up with the Kardashians" რეიტინგი დაეცა და კიმ კარდაშიანმა გადაწყვიტა, ოჯახურ ბიზნესს სასწრაფოდ უშველოს.

კიმი საკვირაო ეპიზოდში თავისი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე ალაპარაკდა და კამერების წინ ერთგვარი აღსარებაც მოაწყო.  

"პირველად, როცა ექსტაზი გავსინჯე, გავთხოვდი", - უთხრა მან საკუთარ დას გადაცემაში, თუმცა, ეს ამბავი, როგორც ჩანს, მისი ოჯახისთვის უცხო არ არის.

Rating
კიმ კარდაშიანი პირველად 2000 წელს დაქორწინდა, მან და პროდუსერმა დეიმონ ტომასმა ლას-ვეგასში იქორწინეს.

კიმმა ქმარი სამ წელიწადში მიატოვა, მისი თქმით, ის
ხშირად ხდებოდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.

"ერთხელ გავსინჯე ექსტაზი და გავთხოვდი, მეორედ გავსინჯე და ოჯახური სექს-ვიდეო გადავიღე. ჩემთვის ორივე შემთხვევა ცუდ მოგონებად დარჩა, რომელიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჩავიდინე.

ჩემს ცხოვრებაში იყო ველური პერიოდები, მაგრამ ახლა ყველაფერი დალაგდა", - განაცხადა კიმმა "Keeping Up with the Kardashians"-ში. 
RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS