25 თებერვალი, 2014
შიშველი იოგა - მსოფლიოს ახალი მოდური გატაცება
ისინი ნეგატიურად აღიქვამენ ''შიშველი იოგის'' იდეებს და აღნიშნავენ, რომ ამგვარ ვარჯიშებს არაფერი აქვს საერთო სულიერ განვითარებასთან ფსიქოლოგები და სპორტ-ინსტრუქტორები რა ხანია კამათობენ, ''შიშველი'' იოგით ჯგუფური მეცადინეობების სარგებლობაზე, თუმცა ფაქტია, ბოლო სამი წლის განმავლობაში ამერიკასა და ევროპაში ამ მიმდინარეობას უამრავი მიმდევარი გაუჩნდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქმიანობა გახდა.

ამგვარი გაკვეთილების მონაწილეები იოგის ყველა ტრადიციულ ასანს სრულიად შიშვლები ატარებენ. მიაჩნიათ, რომ ამგვარი მეთოდის მეშვეობით უკეთ გრძნობენ და შეიცნობენ საკუთარ სხეულს.

ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, პარიზში, ლონდონში ათობით სკოლა გაჩნდა, რომლებიც
ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად სთავაზობენ კლიენტებს, ფიტნესის პოპულარული სახეობით დაკავდნენ - შიშველი იოგით.

თავდაპირველად ამგვარ ''გასართობს'' დიდი კრიტიკით შეხვდნენ, საზოგადოებაც და ფსიქოლოგებიც. თუმცა ბოლო დროს იმდენად მოდური გახდა, კრიტიკა ვეღარაფერს აკლებს.

დასავლეთში ასობით სპეციალიზებული კლასი მუშაობს, სოციალურ ქსელებში საზოგადოებები შეიქმნა, ვრცელდება ვიდეოები, რომლების მეშვეობითაც დამწყებ მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ. ნიუ-იორკში ზოგიერთი ფიტნეს-კლუბი უფრო შორსაც წავიდა - ისინი თავიანთ მოსალოდნელ კლიენტებს სთავაზობენ, შიშველი იოგით თავიანთივე ოფისში, შენობის სახურავზე დაკავდნენ.

თანაც, საინტერესოა, რომ შიშველი იოგის გაკვეთმილები არც ისე იაფია - 50-დან 100 დოლარამდე. მის პოპულარობას ხელი შეუწყო ვარსკვლავების ''მხარდაჭერამაც''. ქვეყანას მოედო ის ამბავი, რომ კიმ კარდაშიანის პირველი ქორწინება სწორედ შიშველ იოგას ემსხვერპლა - კიმი და მისი დები შიშველ ინსტრუქტორთან ერთად რომ ვარჯიშობდნენ, ეს კიმის ქმარმა ''რატომღაც'' ვერ აიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფსიქოლოგი თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის აგიტატორი ადრეც სთავაზობდა თანამედროვეებს, ბოლომდე გაშიშვლებულიყო ფიზკულტურული ვარჯიშების დროს, ნამდვილი პოპულარობა შიშველმა იოგამ მაინც ამერიკული წყვილის წყალობით მოიპოვა - ნიკოლ დედოუნმა და რობერტ კენდელმა დააარსეს აშშ-ში, კერძოდ სან-ფრანცისკოში ე.წ. გამაჯანსაღებელი ცენტრი.

რაც შეეხება თვით ინდოელ გურუებს, როგორც წესი, ისინი ნეგატიურად აღიქვამენ ''შიშველი იოგის'' იდეებს და აღნიშნავენ, რომ ამგვარ ვარჯიშებს არაფერი აქვს საერთო სულიერ განვითარებასთან. ''იოგა ცნობიერების შეცვლის სერიოზული ინსტრუმენტია.

ტრადიციულად ინდოეთსა და ნეპალში ნამდვილი იოგის ინსტრუქტორები, სიცივესა და ხანდახან ყინვაშიც კი, მხოლოდ ერთი სახვევის ამარა დგანან და იმგვარად ვარჯიშობენ. თუმცა ეს იმიტომ ხდება, რომ ტანსაცმელმა ნაკლებად შეუშალოს ხელი კუნთებისა და მყესების მოძრაობას.

ამ გაგებით შიშველი იოგა შეიძლება ახლოს იყოს ნამდვილ იოგასთან, თუმცა სრულიად გაშიშვლება და თანაც ამის ჯგუფურად კეთება, მეტისმეტად ახლოს არის სექსუალურ გარყვნილებასთან'', - ამბობენ ტრადიციული იოგის მიმდევრები.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS