დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლის ტრადიცია გააგრძელეს და წინასაახალწლოდ ინდაური შეიწყალეს. მადლიერების დღეს ამერიკაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, ტრადიციის მიხედვით, სწორედ ამ დღეს ინდაური ყველა ოჯახში უნდა იყოს.
მადლიერების დღეს გამართულ ღონისძიებას ტრამპების ოჯახი სრული შემადგენლობით დაესწრო. მათ შორის იყვნენ ივანკა, ტიფანი და ბარონ ტრამპები.
ინდაურის შეწყალების დღეს, მელანია ტრამპმა არჩევანი გააკეთა „დიორის“ პალტოზე, რომელიც წითელი, თეთრი, შავი და ყავისფერი ფერებით იყო გაფორმებული.
თეთრ სახლში საახალწლო მზადება უკვე დაიწყო და სასახლის ეზოში საახალწლო ნაძვის ხეც მიიტანეს.