21 ნოემბერი, 2018
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილი სქესის შეცვლის ოპერაციას იკეთებს
ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილი, 12 წლის შაილო, გუშინ პაპარაცებმა მაღაზიებში სეირნობისას დააფიქსირეს.

ჰოლივუდის ვარსკვლავების ქალიშვილს, მისთვის დამახასიათებელი, ბიჭის სამოსი ეცვა და თმაც ბიჭურად ჰქონდა შეჭრილი.

გოგონა, რომელმაც წლების წინ მოულოდნელად გადაწყვიტა, ბიჭის იმიჯი მოერგო და ჯონი დაირქვა, გავრცელებული ინფორმაციით, გეგმავს, სქესის შეცვლის ოპერაციაც გაიკეთოს.

Rating
Rating

მშობლებმა შაილო-ჯონის გადაწყვეტილება მშვიდად მიიღეს. 2010 წელს, "Vanity Fair"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ანჯელინამ განაცხადა, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს შაილოს ბიჭური იმიჯი, რადგან მას ეს მოსწონს.

"მას
უყვარს სპორტული სამოსი, მას უყვარს საქმიანი პიჯაკები და ჰალსტუხები, მოსწონს ბიჭივით ჩაცმა, მას სურს, ბიჭი იყოს. თვლის, რომ მისი ძმების ძმაა. არც მე და არც ბრედი არ ვუკრძალავთ ამას, რადგან თავად უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი", - აცხადებდა ჯოლი ინტერვიუში.

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS