რიბოლოვლევს კვიპროსში კარგად იცნობენ, რადგან ფინანსურ კრიზისადმე კვიპროსში ყველაზე დიდი ბანკის უმსხვილესი აქციონერი იყო. მისი ცოლი 24 თებერვალს კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა კვიპროსზე, შვეიცარიიდან. როგორც გაირკვა, ელენა რიბოლოვლევას ერთ-ერთი ადგილობრივი ფირმის ადვოკატებმა
სწორედ ამ ფირმის კუთვნილების მოპარვაში ედება მას ბრალი. საქმე ეხება 25 მლნ ევროს ღირებულების ბრილიანტისთვლიან ბეჭედს. რიბოლოვლევამ თითქოსდა ითხოვა ეს ბეჭედი, მერე თავის ქალიშვილს მისცა, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს, და აღარ დააბრუნა.
ელენა რიბოლოვლევას ისედაც სასამართლოსთან ჰქონდა საქმეები ბოლო დროს - მისი და რუსი მილიარდერის განქორწინების პროცესი მიმდინარეობს. ელენამ ქმარი ღალატში ამხილა და განქორწინების სანაცვლოდ 3,5 მლრდ დოლარს ითხოვს. თუმცა სანამ ქმარს გაეყრება და სოლიდურ თანხებს მიიღებს, მანამდე კვიპროსის სასამართლოსთვის მოუწევს საკუთარი სიმართლის დამტკიცება.
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის