ხანძრის შედეგად უკვე დაიღუპა 31 ადამიანი, ხოლო 228 დაკარგულად ითვლება.
ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შედეგად უამრავი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მათ შორის ცნობილი ვარსკვლავების სახლებიც.
ხანძარს შეეწირა ჯერარ ბატლერის, მაილი საირუსის და ნილ იანგის სახლები.
ჯერარ ბატლერმა, ნილ იანგმა
მაილი საირუსმა ტვიტერზე მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა და იმ საქველმოქმედო ორგანიზაციების ანგარიშის ნომრები გამოაქვეყნა, რომელიც ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.
მან ასევე ხალხს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
ხანძარი ქალაქ პარადაისის მახლობლად 8 ოქტომბერს გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებსაც მოედო. მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.