12 ნოემბერი, 2018
ხანძარი კალიფორნიაში: ჯერარ ბატლერის, მაილი საირუსის და სხვა ვარსკვლავების ვილები სრულად განადგურდა
კალიფორნიის ტყეში გაჩენილი ხანძარი უჟასების გადასაღებ მოედანს მოგაგონებთ. მაშველები და მეხანძრეები ტყის მასივში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას 8 ნოემბრის შემდეგ ვერ ახერხებენ.

ხანძრის შედეგად უკვე დაიღუპა 31 ადამიანი, ხოლო 228 დაკარგულად ითვლება.




ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შედეგად უამრავი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მათ შორის ცნობილი ვარსკვლავების სახლებიც.
ხანძარს შეეწირა ჯერარ ბატლერის, მაილი საირუსის და ნილ იანგის სახლები.

ჯერარ ბატლერმა, ნილ იანგმა
და მაილი საირუსმა სახლის დაწვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც დაადასტურეს.

კალიფორნიაში ვარსკვლავების სახლი დაიწვა

კალიფორნიაში ვარსკვლავების სახლები დაიწვა

მაილი საირუსმა ტვიტერზე მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა და იმ საქველმოქმედო ორგანიზაციების ანგარიშის ნომრები გამოაქვეყნა, რომელიც ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.

მან ასევე ხალხს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

ხანძარი ქალაქ პარადაისის მახლობლად 8 ოქტომბერს გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებსაც მოედო. მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS