ყველაზე ემოციური მომენტი კი პოდიუმზე ვეტერანი „ანგელოზის“, ადრიანა ლიმას გამოჩენა იყო. მისთვის ეს Victoria’s Secret-ის ბოლო შოუა - ადრიანა ბრენდს ტოვებს. მოდელმა პოდიუმზე ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.
წლების განმავლობაში VS-ის შოუებზე უამრავი ლამაზი გოგო მოგვევლინა. ბევრ მათგანს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ამ ისტორიების შესახებ, აქამდე, შესაძლოა, არც იცოდით.
დაკი ტოტი (Duckie Thot)
ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა 2017 წელს ის საკუთარი ბრენდის Yeezy-ს ჩვენებისთვის შეარჩია. ჩვენებას ესწრებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიზაჟისტი პეტ მაკგრატი, რომელიც ტოტის გარეგნობით მოიხიბლა და საკუთარ ვიდეორგოლში გადასაღებად მიიწვია. ვიდეო, სადაც დაკი არაჩვეულებრივად გამოიყურება, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, მოგვიანებით კი Victoria’s Secret-ის შოუსთვის კასტინგი ტოტმა წარმატებით გაიარა.
კელსი მერიტი (Kelsey Merritt)
ფილიპინებზე მდებარე კუნძულ ლუსონზე მდებარეობს ქალაქი პამპანგა, სადაც 22 წლის წინ კელსი მერიტი დაიბადა. გოგონა ძალიან ლამაზი იყო და ამასთან, კარგად იცოდა სოციალური ქსელების მართვა.
კესლის 15 წლის ასაკში, „ინსტაგრამის“ წყალობით, უკვე ბევრი ადამიანი იცნობდა. მისი ფოტოების ნახვის შემდეგ მერიტს ამერიკელმა სკაუტებმა შესთავაზეს თანამშრომლობა, ასე მოხვდა 18 წლის გოგონა ნიუ-იორკში, მან დიდი მონდომებით დაიწყო მოდელად მუშაობა. დაუღალავი შრომის შედეგად, მოახერხა ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავებს შორის მოხვედრილიყო - ის უკვე Victoria’s Secret-ის შოუში მონაწილეობს. განაგრძეთ კითხვა: