05 ნოემბერი, 2018
როგორ იქცევა სექსის დროს კიმ კარდაშიანი - ტელევარსკვლავის ყოფილის გულახდილი ინტერვიუ
ყველას კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო კიმ კარდაშიანზე და მის ყოფილ ბოიფრენდზე ალაპარაკდა? თუ არ გახსოვთ შეგახსენებთ, ეს მოხდა 2006 წელს. ქსელში კიმ კარდაშიანის და ახლა უკვე მისი ექს-ბოიფრენდის ინტიმური ვიდეო გავრცელდა.


მაშინ სოციალური სამყარო შეჯერდა, რომ პორნოვიდეო ქსელში კიმ კარდაშიანის პიარისთვის იქნა ატვირთული და ამან იმუშავა.

სულ ცოტა ხნის წინ, კიმ კარდაშიანის ყოფილი სიყვარული, რეი ჯიმი, მისი და ტელევარსკვლავის ცხოვრების ყველაზე ინტიმურ დეტალებზე, სექსზე ალაპარაკდა.



მან "The Sun"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ
კიმ კარდაშიანს აქვს "ლუი ვიტონის" წითელი ჩანთა, რომელშიც სექს-სათამაშოებს ინახავს.

"კიმთან სექსი სახალისო იყო, მას არ მოსწონდა სექსის დროს ოფლიანობა, უფრო მეტიც, შეეძლო სექსისას ამდგარიყო და მაკიაჟი გაესწორებინა. ყოველთვის ცდილობდა, განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ყოფილიყო. ზოგჯერ ველურიც იყო", - განაცხადა კარდაშიანის ყოფილმა შეყვარებულმა.



ინტერვიუს საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა კიმ კარდაშიანი.

"გჯერათ ამ პათოლოგიური მატყუარა კაცის? ჩემთვის ეს ძალიან სასაცილოა".

შეგახსენებთ, რომ რეიმ რამდენიმე თვის წინ, "Heat"-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა კიმ კარდაშიანთან სექსზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნოდარი
ამ ქალბატონს სომხებმა თავიანთი სირცხვილი უწოდეს და ცამდე მართლები არიან, ნუ შეგვიწუხეთ გული მისი გარყვნილი ცხოვრების დემონსტრირებით, ჩვენ ჩვენმა ბოზებმაც მოგვაბეზრეს თავი
21:07 / 27-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS