24 თებერვალი, 2014
ვალერი მელაძის შვილი გათხოვებას არ ჩქარობს
მამასთანაც ჩვეულებრივ აგრძელებს ურთიერთობას და ცოტა ხნის წინ რუსეთში ჩასულმა მომღერალთან ერთად სასიამოვნო საღამოც გაატარა ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი ინგა უკვე 23 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლების ხანგრძლივი ქორწინება გასულ წელს სკანდალურად დასრულდა და წელს უკვე ოფიციალურადაც გაეყარნენ ერთმანეთს, ინგას გარეგნულად არანაირი წუხილი არ შესტყობია.

მამასთანაც ჩვეულებრივ აგრძელებს ურთიერთობას და ცოტა ხნის წინ რუსეთში ჩასულმა მომღერალთან ერთად სასიამოვნო საღამოც გაატარა.

ინგა წლებია, ინგლისში ცხოვრობს. წელს ამთავრებს ოქსფორდის უნივერსიტეტს, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სპეციალობით. გარდა ამისა, უკვე შვიდი
წელია ჰყავს ბოიფრენდი, რომელთან ერთადაც შეხვდა ახალ წელს, თუმცა ქორწინებას ჯერ არ ჩქარობს.

მისი რჩეული მაროკოულ-ინდური წარმოშობისაა, ნორი ვერგიზი. ინგა ბოიფრენდთან ერთად არ ცხოვრობს - მეგობარ გოგონასთან ერთად აქვს ბინა დაქირავებული. ინგას ლონდონში ცხოვრებას მისი მშობლები აფინანსებენ - ვალერი და ირინა მელაძეები.

ბოიფრენდთან ერთად ცხოვრებას კი მას მელაძეების ოჯახის მკაცრი წესები უკრძალავს. გათხოვებასაც მშობლები ჯერ არ ურჩევენ. დედამ ურჩია, სწავლა ინგლისში გაეგრძელებინა და მისივე სურვილით, ინგა ჯერ სწავლის დასრულებას გეგმავს.

''ინგა ჩვეულებრივი მოსკოველი გოგონა იყო, უზრუნველყოფილი ბავშვობით, ცნობილი გვარით დამძიმებული, რომელიც ხელს უშლის ბავშვის დისციპლინირებას. მომიხდა მისთვის იმის დამტკიცება, რომ საზღვარგარეთ სწავლა მისთვის სასარგებლო იქნებოდა'', - აღნიშნა ირინა მელაძემ.

ისიც დასძინა, რომ ინგა მელაძე ოქსფორდში სწავლის პარალელურად თავის ჰობისაც არ ივიწყებს - კერძების მომზადება უყვარს და ლონდონში სამთვიანი კულინარიული კურსებიც გაიარა. ხშირად ანებივრებს ახლობლებს თავისი გასტრონომიული შედევრებით.

''ვიღაცას ცოლში ძალიან გაუმართლებს. როცა ინგა მოსკოვში ჩამოდის, ყველა ტაშს უკრავს: მზარეული ჩამოვიდა! იაპონურ კერძებსაც ამზადებს, მურაბებსაც'', - ამაყობს ირინა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS