03 ნოემბერი, 2018
რატომ ვერ იცვამს მეგან მარკლი საუკეთესო მეგობრის ვიქტორია ბექჰემის სამოსს
მას შემდეგ, რაც მეგან მარკლი 2016 წელს პრინცი ჰარის ცხოვრებაში გამოჩნდა, მსახიობის ჩაცმულობა ყოველთვის განხილვის საგნად ითვლებოდა. სასექსის ჰერცოგინიის ტიტულისა და სამეფო ოჯახის წევრობის შემდეგ კი, მეგანის სტილი, ჩაცმულობის ყოველი დეტალი თუ შტრიხი საგულდაგულოდ განიხილება.

Rating

მეგანის გარდერობში ადგილი რამდენიმე გამორჩეული ბრენდისთვის მოიძებნება, ჰერცოგინია უპირატესობას Givenchy-ს, Strathberry-ს, Self-Portrait-სა და Ralph Lauren-ს ანიჭებს. ერთგული გულშემატკივრები ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ სასექსის ჰერცოგინიას ხილვას ახლო მეგობრის ვიქტორია ბექჰემის სამოსში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მეგანი მას ვერასოდეს მოირგებს, მიზეზი კი მისი სხეულის
ფორმაშია.

Rating

სასექსის ჰერცოგინია Victoria Beckham-ის სამოსის მორგებას მოკლე ტორსის გამო ვერ შეძლებს.

„ფაქტი, რომ სამოსი ლამაზად გამოიყურება მანეკენზე ან ფოტოზე, არ ნიშნავს, რომ მეც იდეალურად მომერგება. მაგალითად, ძალიან მიყვარს Victoria Beckham-ის კაბები, თუმცა, მე არ მაქვს ისეთი ტორსი ისინი, რომ მოვიხდინო“, - განაცხადა მეგან მარკლმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS