31 ოქტომბერი, 2018
რუსმა მილიარდერმა მოციგურავე კიირა კორპი ქალაქგარეთ უკითხავად წაიყვანა და...
ფინელ მოციგურავე კიირა კორპის (Kiira Korpi) სპორტის გულშემატკივარი კარგად იცნობს. 2000-იანი წლების ბოლოდან იგი საერთაშორისო შეჯიბრებებზე ყოველთვის მედლის პრეტენდენტი იყო.

გარდა სპორტული ნიჭისა კიირა სილამაზითაც გამოირჩევა. მისით მოხიბლულმა ერთმა რუსმა მილიარდერმა (რომლის ვინაობას გამოცემა "სოვეტსკი სპორტი" არ ასახელებს) ჯერ ტელევიზიაში მიიწვია, შემდეგ...
მოვუსმინოთ თავად კორპის:

- 2009 წელს რუსეთის ტელევიზიაში მიმიწვიეს. როგორც შემდეგ შევიტყვე, ეს ნაბიჯი ემსახურებოდა რუს შეძლებულ ადამიანთან გაცნობას. გადაცემის დასრულების შემდეგ მის სახლში ქალაქგარეთ წამიყვანეს, ისე, რომ არ ვიცოდი, სად მივდიოდი. ის
შეიძლებოდა ჩემი მფარველიც გამხდარიყო, მაგრამ ამ ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. თუმცა, მოგვიანებით, ცოტა გული დამწყდა, რომ ეს თავგადასავალი დასრულდა.

იმ მომენტისთვის კიირა კორპი 20 წლის გახლდათ. ფინელი მოციგურავე ასევე გამოტყდა, რომ მილიარდერმა მას 300 ათასი ევროს ღირებულების მანქანა აჩუქა. იხილეთ დაწვრილებით

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS