23 თებერვალი, 2014
ბრაზილიაში საფლავიდან ცოცხალი მამაკაცი ამოთხარეს
ბოლოს საფლავიდან, როგორც საშინელებათა ფილმში, ადამიანის ხელი ამოვიდა ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუს ერთ-ერთ სასაფლაოზე საფლავიდან ცოცხალი მამაკაცი ამოთხარეს, და ეს ყველაფერი ქალბატონის წყალობით მოხდა, რომელიც იქ გარდაცვლილი ნათესავების საფლავის მოსანახულებლად მივიდა.

ქალი უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც შენიშნა, რომ ახლომდებარე საფლავიდან უცნაური ხმები ისმოდა. შემდეგ მიწამ ნელ-ნელა აწევა დაიწყო, თითქოს ვიღაც დაჟინებით ცდილობდა საფლავიდან თავის დაღწევას. ბოლოს საფლავიდან, როგორც საშინელებათა ფილმში, ადამიანის ხელი ამოვიდა.

შოკირებულმა ქალმა იქაურობა კისრისტეხით დატოვა და ოდნავ მოგვიანებით უკვე გონსმოსულმა პოლიცია გამოიძახა. მას
არ დაუჯერეს და სატელეფონო თაღლითობისთვის დაპატიმრებით დაემუქრნენ. მაშინ ქალმა სასაფლაოს ზედამხედველი მოიყვანა და სთხოვა დაედასტურებინა მისი სიტყვები.

საგანგებო შემთხევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ამოთხარეს საფლავი და იქ ცოცხალი ადამიანი აღმოაჩინეს. იგი მერიის ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელსაც ბოროტმოქმედებმა სასტიკად სცემეს და ცარიელ საფლავში ჩააგდეს.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS