"Mirror"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მარიამ განაცხადა, რომ ფოტოები მას ავსტრალიელმა ფოტოგრაფმა ჯესი უოლკერმა გადაუღო. "ჩვენ შევიძინეთ ჰიჯაბი და გადავწყვიტეთ ახალი თავგადასავლების მოძებნა. ასე აღმოვჩნდი აია სოფიას ტაძარში და გადავიღე ფოტოები", - განაცხადა მარიამ ინტერვიუში.
როგორც მოდელი აცხადებს, მათთვის მოულოდნელი იყო
"როცა ტურისტები გიდს უსმენდნენ, სწორედ მაგ დროს მოვიდა ჩვენი დრო და გადავიღეთ ფოტოები".
უფრო მეტიც, ისინი მეორე დღეს ისევ დაბრუნდნენ აია სოფიას ტაძარში და ფოტოების ნაწილი თავიდან გადაიღეს, რადგან არ მოეწონათ. აია სოფიას ტაძარი თურქეთში მდებარეობს, ის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც ახლა უკვე მუზეუმად გადააკეთეს.
კრეატიულ წყვილს ამ შემთხვევაში გაუმართლა და პოლიციას თავი დააღწიეს. როცა მათ სასტუმროს ნომერში სამართალდამცავებმა მიაკითხეს, ისინი უკვე კაბადოკიაში იმყოფებოდნენ, სადაც სურდათ მორიგი თამამი ფოტოების გადაღება, თუმცა, ამჯერად ეს ვერ შეძლეს.
ერთი წლის წინ, მათ ერთი ღამე გაატარეს ციხეში, ამით ისინი ეგვიპტის პოლიციამ ტაძარში გადაღებული თამამი ფოტოების გამო დასაჯა.